28 ქართული კომპანია უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – SIAL Paris 2024 მიიღებს მონაწილეობას

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 28 ქართული კომპანია შეძლებს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – SIAL Paris 2024 მონაწილეობას. Sial Paris-ი 2024 წლის 19-23 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.

გამოფენაზე საქართველოს გამოყოფილი აქვს ჯამში 300 კვ.მ საგამოფენო სივრცე და წარმოდგენილი იქნება სასმელი პროდუქტების, საკვები პროდუქტებისა და სასურსათო პროდუქტების პავილიონებში.

მასშტაბურ ღონისძიებას ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, გამოფენაში მონაწილეობს მსოფლიოს 200 ქვეყნის 7 000-ზე მეტი კომპანია სასურსათო ინდუსტრიიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები