თეა შალამბერიძე Standard Chartered Bank-ში Associate Director-ის პოზიციაზე იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული თეა შალამბერიძე Standard Chartered Bank-ში, ფრანკფურტში, Associate Director-ის პოზიციაზე იმუშავებს, საკრედიტო მონიტორინგისა და მმართველობის მიმართულებით.

მისი პოზიცია კომპანიაში მოიცავს სტრატეგიული მიზნების დასახვას საკრედიტო რისკების მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად.

Standard Chartered-თან თანამშრომლობამდე, თეამ მუშაობა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო Ernst and Young-ში, აუდიტის მიმართულებით; შემდეგ კი განაგრძო Colliers International-ის ფინანსური ანალიტიკის დეპარტამენტში. საბანკო სექტორთან მისი დაახლოება საქართველოს პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობით დაიწყო, საკრედიტო რისკის ანალიტიკოსის პოზიციაზე. სწორედ ამ ბანკმა მისცა თეას შესაძლებლობა ემუშავა პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, გერმანიაში და უკეთ გასცნობოდა ევროპულ საბანკო სექტორს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები