თბილისში რაპირით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი მიმდინარეობს

Tbilisi 19-21 April 2024 World Cup - Women’s Foil In photo: GUDAMATIASHVILI NINO GEO VS JELINSKA MARTYNA POL Photo Luca Pagliaricci/Bizzi Team

თბილისში, ქალ რაპირით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი დაიწყო, სადაც 25 ქვეყნის 144 მოფარიკავე ასპარეზობს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში, მათ შორის, 8 ქართველი სპორტსმენია: ანასტასია ასათიანი, ელენე ბორჩხაძე , ნინი დემირი, მარიამ ელიავა, ნინო გუდამათიაშვილი, ანანო ჯინჭარაძე , მარიამ მეგრელიშვილი და ქეთევან მელაძე.

გუშინ ჯგუფური ეტაპების შეხვედრები ინდივიდუალურ სახეობაში გაიმართა, დღეიდან კი შეჯიბრება პლეიოფებით გაგრძელდება.

მსოფლიოს თასი, კვირას გუნდური შეჯიბრებით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები