თარაშ პაპასქუამ სეულის ჰანკუკის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქართული ენა და კულტურა“

საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასქუამ, სეულის ჰანკუკის უნივერსიტეტში (HUFS) მოღვაწე ქართველი პროფესორის ოთარ ბერეჟიანის მიწვევით, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქართული ენა და კულტურა“.

ლექციაზე დამსწრე კორეელი და უცხოელი ახალგაზრდები გაეცნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურას, ტრადიციულ ქართულ ცეკვებს. მათ მოისმინეს ქართული პოლიფონიური სიმღერა და ქართული ანბანის გამოყენებით, გამოწერეს საკუთარი სახელები.

ღონისძიების ფარგლებში, დედა ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები