სოფელ შილდაში გაზაფხულის სეზონის სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „გაზაფხულის არა-კი“ გაიმართება
22-23-24 მაისს, კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელ შილდაში მწერალთა სახლის და საერთაშორისო კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „გაზაფხულის არა-კი“ გაიმართება.
„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია შერჩეული კონკურსანტების მიერ საგანგებოდ მარათონისთვის მიცემული დავალების მიხედვით შექმნილი ნაწარმოებებიდან 3 საუკეთესოს გამოვლენა.
კონკურსანტებს ორიგინალური პროზაული თხზულების დასაწერად 48 საათი ექნებათ.
„გაზაფხულის არა-კი“-ს მარათონში მონაწილეობს 8 ავტორი:
მაია მინდელი
თამთა ხელაია
ვახო ვახტანგაძე
აკაკი დაუშვილი
თინათინ გარადინსკი
ვასილ ბესელია
გიორგი კუცია
ანი ბადალაშვილი
პროექტის ხელმძღვანელი: პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.
პროექტის მენტორები:
მწერალი, ფილოლოგი ცირა ყურაშვილი
თეატრმცოდნე, მწერალი ფიქრია ყუშიტაშვილი
პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია