ნატა ბუკია სწავლას შვედეთში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნატა ბუკია სწავლას აგრძელებს შვედეთში, Lund University-ში, Culture and Creativity Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა Swedish Institute-ის SI Scholarship for Global Professionals, რომლითაც დაფინანსებულია მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატამ აგრეთვე მიიღო DAAD Master Studies for all academic disciplines, Cultural Studies-ის მიმართულებით. აგრეთვე მოწვევა მიიღო ანთროპოლოგიის პროგრამაზე SOAS University London-დან, University of Edinburgh და The Graduate Institute Geneva-დან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი Lund University-ზე შეაჩერა. აქ იგი მომავალი ორი წლის განმავლობაში შეისწავლის კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების სფეროში ინკლუზიისა და რეპრეზენტაციულობის საკითხების კვლევას.
ნატა ახლაც თანამშრომლობს ბრენდთან, რომელიც ადაპტირებულ ტანსაცმელს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეს გამოცდილება პირდაპირ ეხმიანება მის სამომავლო კვლევით ინტერესებსაც, კერძოდ, ვინ ქმნის, ვისთვის და როგორ წარიმართება კულტურასა და მის სფეროებში შშმ პირთა რეპრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები