ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ს გამოეთიშა

ევროვიზიის პირველ ნახევარფინალზე მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.

ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში გადავიდნენ: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა და პოლონეთი.

ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან მეორე ათი ქვეყანა 14 მაისს, მეორე ნახევარფინალიდან გადავა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა ავსტრია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები