ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრების მატჩი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრმა შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი) იმსაჯა. მას ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარნენ – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი. მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იყო. ვიდეორეფერის ფუნქციებსაც პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი ასრულებდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

საბერძნეთთან შეხვედრა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები