პეკინში მიმდინარე გრან-პრის სერიების ფინალში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა 70.48 ქულით პირველ პოზიციაზე არიან

პეკინში მიმდინარე გრან-პრის სერიების ფინალში საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ ტურნირის პირველ სეგმენტში წარმატებით იასპარეზა იუნიორთა კატეგორიიის  მოკლე პროგრამაში, სადაც უშეცდომოდ, ურთულესი ტექნიკური  ელემენტების, მათ შორის სამმაგი ნახტომითი ჩართულობით შეასრულა თავიანთი მოკლე პროგრამა.

ისინი სეზონის საუკეთესო მაჩვენებლით, 70.48  ქულით პირველ პოზიციაზე არიან და მეორე ადგილზე მყოფი კანადელი წყვილი მათ 13 ქულით ჩამორჩება

თავისუფალი პროგრამა პეკინის  ოლიმპიურ არენაზე შაბათს, 9  დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები