თავისუფალი ხელოვნების სივრცე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენას „მშვიდობა“ წარმოგიდგენთ

2-3 დეკემბერს, „იარტ გალერეაში“, თავისუფალი ხელოვნების სივრცე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენას „მშვიდობა“ წარმოგიდგენთ. გამოფენაში 38 მხატვარი მონაწილეობს ამერიკიდან და საქართველოდან.

გამოფენის მხარდამჭერია ლელა ქართველი (ლოუსტონი) – საზოგადოება „KARTVELI NYC“.

„თავისუფალი ხელოვნების სივრცე ხელოვანებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებაში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა და განსხვავებული შეხედულებებისა, ასევე სოციალური სტატუსისა. ამ გამოფენით ვეხმიანებით მსოფლიოს და მოვუწოდებთ მშვიდობისაკენ – ეს არის „ხელოვნება მშვიდობისთვის!““, – განაცხადა თავისუფალი ხელოვნების სივრცის დამფუძნებელმა და დირექტორმა დიანა რევაზიშვილმა.

თავისუფალი ხელოვნების სივრცემ ამ გამოფენამდე 2 ონლაინ გამოფენა – „შემოდგომის ლეგენდები“ და „ხელოვნების ევოლუცია“ გამართა, რომელშიც 76 ემიგრანტი და უცხოელი მხატვარი მონაწილეობდა. თებერვალში კი ახალ გამოფენაზე „ძალა ერთობაშია” გიმასპინძლებთ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ხელოვნების სივრცე 2023 წელს დიანა რევაზიშვილმა დააფუძნა, თანადამფუძნებელია ნინო რევაზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები