სერვანტესის ინსტიტუტმა დათო მაღრაძე სერვანტესის უმაღლესი ჯილდოთი “აღიარების მედლით” დააჯილდოვა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და სერვანტესის ინსტიტუტის ორგანიზებით ქართველი პოეტის დათო მაღრაძის ესპანურ ენაზე გამოცემული წიგნის “ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია გაიმართა.

პოეტმა დათო მაღრაძემ ვრცლად ისაუბრა ქართული პოეზიისა და კულტურის მნიშვნელოვან როლზე, ასევე ქართული სიტყვის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციაზე ორივე ენაზე გაჟღერდა პოემის “ბარაქიანი მიწის” ნაწყვეტები. აღინიშნა ქართული და ესპანური მწერლობის კავშირები და ორ ქვეყანას შორის პოეზიის კუთხით არსებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

ღონისძიების დასასრულს სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორმა ქართველი პოეტი დათო მაღრაძე სერვანტესის უმაღლესი ჯილდოთი “აღიარების მედლით” დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები