საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში რეტროსპექტივა – „თანამედროვე ქართული კინო“ გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში გაიმართება რეტროსპექტივა – „თანამედროვე ქართული კინო“.

პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.

“რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოება ხშირად ითხოვს, გაეცნოს თანამედროვე ქართულ კინოხელოვნებას, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ ეკრანზე ან ტელევიზიით ნაკლებად ხელმისაწვდომია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

ინფორმაციისთვის: 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, რეტროსპექტივას გახსნის ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი“. ფილმის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელი აღდგენილ ვერსიას დიდ ეკრანზე პირველად ნახავს. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2005 წელს ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს.

ამავე დღეს მაყურებელი ნახავს რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს „მამა“.
რეტროსპექტივას 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, დაასრულებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც საქართველოს კანდიდატია „ოსკარის“ ნომინაციაზე – „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეტროსპექტივის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ფილმები:

„მამა“ (1984) – რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი
„თბილისი-თბილისი“ (2005) – რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი
„სამი სახლი“ (2008) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟ.: დათო ჯანელიძე
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟ.: ალეკო ცაბაძე
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„შანტრაპა“ (2010) – რეჟ.: ოთარ იოსელიანი
„მანდარინები“ (2013) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„ძმა“ (2013) – რეჟ.: – თეა მღვდელაძე
„ლუკა“ (2014) – რეჟ.: გია ბარაბაძე
„პატარძლები“ (2014) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„მოირა“ (2015) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟ.: დიტო ცინცაძე
„სოლომონი“ (2015) – რეჟ.: ზაზა ხალვაში
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე
„დედე“ (2017) – რეჟ.: მარიამ ხაჭვანი
„ნამე“ (2017) – რეჟ.: ზაზა ხალვაში
სავარძელი (2017) რეჟ.: ელდარ შენგელაია
„ხიბულა“ (2017) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟ.: დიმიტრი მამულია
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟ.: ბექა სიხარულიძე
„შინდისი“ (2019) – რეჟ.: დიტო ცინცაძე
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) – რეჟ.: უტა ბერია
„დასაწყისი“ (2020) – რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი
„ურსუსი“ – (2020) – რეჟ.: ოთარ შამათავა
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟ.: გია ბარაბაძე
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟ.: თაზო ნარიმანიძე
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი

კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსებზე გაიმართება დისკუსიები ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები