ალექსანდრა ცუცქირიძემ საერთაშორისო კონკურსში „Global Art Competition“ ცუცქირიძემ პირველი ადგილი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ ალანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „Global Art Competition“ ალექსანდრა ცუცქირიძემ პირველი ადგილი მოიპოვა. ალექსანდრა, მის პედაგოგ ეკატერინე გიორგაძესთან ერთად, შესაბამისი მედლითა და დიპლომით დააჯილდოვეს. ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრა ცუცქირიძე ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – ნოდარ გაბუნიას სახ. #4 სამუსიკო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა. ის საორკესტრო განყოფილებაზე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები