საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ გერმანიიდან პრესტურს უმასპინძლა

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მარკეტინგული სააგენტოს “Kleber Group” წარმომადგენელს უმასპინძლა.

პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოში ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

ტურის ფარგლებში ჟურნალისტები თბილისს, უფლისციხეს ეწვივნენ და რაჭის რეგიონში იმოგზაურეს. ისინი გაეცნენ ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნეს ქართულ ღვინო.

ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა; Funke Mediengruppe, Frankfurter Rundschau, Nürnberger Nachrichten, ADAC Travel Magazin, Smokers Club & Genussmaenner.de, Mortimer Reisemagazin, Augsburger Allgemeine.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები