თემურ გელიტაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე თემურ გელიტაშვილი (88 კგ) ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ლუკა კურტანიძეს (100კგ) კი ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის მეოთხე ტიტულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა და ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატს საბერძნეთი მასპინძლობს. ახლა ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისაა და მედლები დღეს და ხვალ გათამაშდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები