29 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

29 ოქტომბერს, 12:00-იდან 17:00-საათამდე, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გაიმართება სასტუმრო Courtyard Marriott-ში.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები და საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს შესთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

  • სტიპენდიები
  • კვლევითი გრანტები
  • საზაფხულო სკოლები
  • პროფესიული სწავლება
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამები
  • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bitly.ws/W6dk

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge 

ჩატარების თარიღი და დრო: 2023 წლის 29 ოქტომბერი; 12:00-დან 17:00-საათამდე.

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები