სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდში “მუნცის სახელობის ჯილდოს” მფლობელი გახდა

ჯულიარდის სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო კონკურსი, “მუნცის სახელობის ჯილდო”, რომელშიც სკოლის სტუდენტებთან ერთად სანდრო გეგეჭკორი მონაწილეობდა და სწორედ სანდრო გახდა ამ ჯილდოს მფლობელი. ინფორმაციას თავად პიანისტი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“მეგობრებო, ჯულიარდის სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო კონკურსი, “მუნცის სახელობის ჯილდო”.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჯულიარდის სკოლის სტუდენტებმა, გადაგვარჩიეს 15 პიანისტი, დღეს იყო ფინალი…

ახლახან გამოაცხადეს შედეგები! მინდა გაცნობოთ, რომ ამ ჯილდოს მფლობელი გავხდი”, – წერს სანდრო გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები