ინფორმაცია ემიგრანტებისთვის – რას ნიშნავს Busta paga?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი ემიგრანტებისთვის დოკუმენტის “Busta paga” მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს და ემიგრანტებს უზიარებს.

“რას ნიშნავს “Busta paga?” – ეს არის თვიური სახელფასო აღრიცხვის ფორმა იტალიაში, რომელსაც გვაძლევს დამსაქმებელი და სადაც ჩვენი და დამსაქმებლის პირად ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად, დატანილია სამუშაო ხელშეკრულების ტიპის შესახებ ინფორმაცია და ყველა ის პუნქტი, რომელიც საბოლოოდ ჩვენს ანაზღაურებას შეადგენს.

ესენია: საათობრივი ანაზღაურების ოდენობა, INPS და INAIL-ის შენატანი, შვებულების გამოყენებული და დარჩენილი რაოდენობა, სავალდებულო გადასახადები, ხელფასის ოდენობა და სხვა.

დამსაქმებელი ვალდებულია, ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად გადმოგცეთ ”ბუსტა პაგა”, – წერს ნინა მამუკაძე-სორდინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები