ქართველი ტანმოვარჯიშეების უნგრული წარმატება

ბუდაპეშტში, მხატვრულ ტანვარჯიშში,  საერთაშორისო  ტურნირი „JUNIOR CUP” ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები ნინო კვანტალიანი და ელენე წულუკიძე მონაწილეობდნენ.

გოგონებმა გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის  მედალი მოიპოვეს. ამას გარდა, ფინალში, ცალკეულ საგნებში ნინო კვანტალიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა   ბაფთით  ვარჯიშში(მწვრთნელი  ელისო  ბედოშვილი), ხოლო ელენე  წულუკიძემ ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა რგოლით  ვარჯიშში(მწვრთნელები: ლალი დოლიძე, ჯანთეზ და მარიამ ჯანთეზი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები