დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დიმიტრი აბრალავამ ატაცში  (U15) 61 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 95 / 100 კილოგრამი დაძლია და ვიცე-ჩემპიონის ტიტული  მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 110 / 115 / 120 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აბრალავამ ასევე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ორჭიდში მოგროვილი 220 კილოგრამითაც.

დიმიტრი აბრალავამ ატაცში საქართველოს რეკორდი დაამყარა.  ძალოსანმა ატაცში ქვეყნის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები