საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ხუთი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა – ჩვენი ნაკრებმა ხუთი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა.

გიორგი ხიზანიშვილი, გოგა ხახალაშვილი, ანდრეი სლეპცოვი, გელა ზარქუა ოქროს მედლების  მფლობელები გახდნენ,

ლიკა ჩაჩიბაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საფრანგეთში  გამართული ორი ტურნირიდან, ევროპის ჩემპიონატიდან და საფრანგეთის ღია ჩემპიონატიდან ჩვენი  ნაკრები  10 მედლით ბრუნდება – რვა ოქრო და ორი ბრინჯაო.

შეგახსენებთ, 30 ივნისს, საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი პარასპორტსმენები ოთხი ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები