მერი არაბიძემ ლეხ კაჩინსკის მემორიალზე პირველი ადგილი დაიკავა

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა პოლონეთში, ლეხ კაჩინსკის მემორიალზე.

ტურნირი საჭადრაკო „სამჭიდში“ 6 უძლიერეს ევროპელ დიდოსტატს შორის ჩატარდა.

მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრნენ.

ხუთი კლასიკური, ხუთი სწრაფი და 10 ელვისებური პარტიის ჯამში პირველ ადგილზე მერი არაბიძე, მეორეზე ევროპის ექსჩემპიონი ალინა კაშლინსკაია, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები