საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი Highlander Adventure Georgia მეორედ გაიმართება

20-22 ივლისს, მესტიაში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი Highlander Adventure Georgia გაიმართება. ლაშქრობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დმო შან-ლანდის მასპინძლობითა  და HIGHLANDER Adventure Georgia-სთან თანამშრომლობით მოეწყობა. სვანეთში დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ ორბეთში, სათიბეში, ღონისძიების წარდგენა და პრესკონფერენცია მოეწყო.

პრეზენტაციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის ფარგლებში პარტნიორების წვლილის ჩვენება და რეგისტრაციის მე-2 ტალღის წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ჰაილენდერის შესახებ პრეზენტაცია, დასწრებოდნენ პრესკონფერენციას, დარეგისტრირებულიყვნენ ჰაილენდერის მთავარ ღონისძიებაზე და შემდეგ მონაწილეობა მიეღოთ მცირე ლაშქრობაში ორბეთში.

Highlander Adventure Georgia არის ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები