სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე – ევროპის ორგზის ჩემპიონია – ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ისე, როგორც გასული წლის 17 ივნისს ანტალიაში, სანდრო წლევანდელ 17 ივნისსაც  კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავეს ტიტულს დაეუფლა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ უნგრელი ანდრაშ სატმარი 15-11 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძის უნიკალური სერია გრძელდება – FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე,  გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები