მზიურის პარკში ფესტივალი „ბუნება“ გაიმართება

17-18 ივნისს, მზიურის პარკში პირველ ეკო ვეგანურ ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მიზანია შექმნას უფრო თანამგრძნობი და მდგრადი სამყარო ცხოველებისთვის, პლანეტისთვის და ადამიანებისთვის. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა არა მხოლოდ დააგემოვნოთ სხვადასხვა მცენარეული კერძები და შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ბაზარზე, არამედ მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ სემინარებში და გაიგოთ ექსპერტებისგან მდგრადი განვითარების, ცხოველთა უფლებების, ეთიკური ცხოვრების, ჯანსაღი კვებისა და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესების მნიშვნელობის შესახებ.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მრავალფეროვანი შეთავაზება ვეგანური სამზარეულოს სფეროში.

„ბუნება“ ფესტივალი ასევე შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ არაკომერციული ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც ეკოლოგიას, ცხოველთა დაცვასა და უმწეოთა დახმარებას ემსახურებიან. ღონისძიების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები გაგიზიარებენ გამოცდილებას და ინფორმაციას თავიანთი პროექტების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები