ბოლნისის ძველ გერმანული უბანში ღვინის ფესტივალი „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართება

17 ივნისს, 14:00 საათზე, ქალაქი ბოლნისში, ძველ გერმანული უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას 70-ზე მეტი მეღვინეობა მიიღებს.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე ღვინოებს შორის მოეწყობა კონკურსი და გამოვლინდება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სიგელის მფლობელი ღვინო.

ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ღვინის ექსპერტები.

ფესტივალის ფარგლებში, ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში, წისქვილის ქ. N8-ში მდებარეობს და მისი რესტავრაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით და კომპანია RMG-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფესტივალი დაიხურება ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები