ბრატისლავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

2023 წლის 14 ივნისს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, ბრატისლავას ღირსშესანიშნავი ისტორიული ციხესიმაგრის „Hrad“-ის შიდა ეზოში მდებარე „Hradna“-ს წვეულებათა დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

მიღებაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გამოსახული იყო საქართველოს და სლოვაკეთის სახელმწიფო დროშები და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის ლოგოები. მიღებას ფონად გასდევდა ქართული მრავალხმიანი კომპოზიციები.

აღსანიშნავია, რომ საელჩო, მოწვეულ სტუმრებს, ევროპულ კერძებთან ერთად, გაუმასპინძლდა ქართული ტრადიციული კერძებით და ქართული ღვინით.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო  ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საელჩოების წარმომადგენლები, სლოვაკეთის კულტურის, ხელოვნების, მას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები