ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეებს შორის, გუშინ საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (55კგ) და საბა ჩილაშვილი (110 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს  იური ჩაფიძე (48 კგ) და  გიორგი ჭიკაიძე (65) დაეუფლნენ.

დღეს, საქართველოს ნაკრებს  2 ოქროს და  3 ბრინჯაოს შანსი აქვს – ოქროს მედლისთვის ლუკა ლომაძე (71) და  საბა ფურცელაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის  ჯაბა ბოლქვაძე (45 კგ);  კობა ქარუმიძე (52 კგ) და საბა სურმანიძე (60 კგ) იბრძოლებს.

პირველი დღის შემდეგ, საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 100 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია(60 ქულა), მესამეზე – სომხეთი (51).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები