საერთაშორისო  ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2023“ გაიხსნა

საერთაშორისო  ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2023“ 14-ე სეზონის გახსნის ცერემონია ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეჟისორი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი ,,ტესტოსტერონი“.

საერთაშორისო ფესტივალის ეგიდით მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი, მათ შორის ქართველ მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ იტალიის, ქალაქ ნეაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრები.

,,თეატრალური იმერეთი“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.  წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ,,თეატრალური იმერეთი 2023“ -ის დასკვნით ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მაყურებელს საშუალება ეძლევა 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს, ფესტივალის დახურვის ღონისძიება კი ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები