პრესტური გერმანიიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს.

ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელოსა და ზემო სვანეთს, უფლისციხეს.  გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.

ტურის ფარგლებში  საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება  ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Outdoor Magazin, Bergsteiger Magazin, Der Tagesspiegel, Touristik Aktuell, trvlcounter.

“ჟურნალისტების ჯგუფი ვართ ჩამოსული გერმანიიდან, ჩვენ ყველანი პირველად ვართ საქართველოში და აღფრთოვანებულები ვართ,  უკვე ვისიამოვნეთ თბილისის მრავალფეროვნებით,  ხვალიდან მთაში მივემგზავრებით და  მართლა საოცრებაა რომ აქ ვიმყოფებით. საქართველოს სტუმართმოყვარეობა მართლაც საოცარია, ხალხი ძალიან მეგობრულად არის ჩვენდამი განწყობილი. ჩვენი ბევრი მეგობარი უკვე იმყოფებოდა საქართველოში,  გვინდა ჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელსა თუ მკითხველს, როდესაც დავბრუნდებით გერმანიაში, რომ მათაც იმოგზაურონ საქართველოში.”  – განაცხადა სილვია ფაბერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები