ნუცა ბუზალაძე 12 საუკეთესო შემსრულებელს შორისაა

ნუცა ბუზალაძე წარმატებით აგრძელებს American Idol-ში გამოსვლას, მან 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You” კინოფილმიდან “Dreamgirls”.

შემოსული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა ნუცას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა,  ის ერთ-ერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურის რჩეული გახდა და ახლა 12 საუკეთესო შემსრულებელს შორისაა. მისი გამოსვლის შემდეგ ლიუკ ბრაიანმა მას უთხრა: “წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები