ლაზარე ოსმანოვი საზაფხულო ორთვიანი სტაჟირების გასავლელად Fermi National Accelerator Laboratory-ში არის მიწვეული

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ლაზარე ოსმანოვი საზაფხულო ორთვიანი სტაჟირების გასავლელად Fermi National Accelerator Laboratory-ში (ილინიოსი, აშშ) არის მიწვეული. სტაჟირების ფარგლებში ლაზარე ჩაერთვება სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც მიმდინარეობს FermiLab-ში.

„მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე ჯერ კიდევ საბაკალავრო საფეხურზე სწავლობს, ის უკვე აქტიურადაა ჩართული თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში (The European Physical Journal). მისი სტატიის ფარგლებში შესწავლილია მყარ ღეროზე გადაკიდული ორი სხეულის მოძრაობის რეგულარული და ქაოსური დინამიკის ისეთი თავისებურებები, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ანალოგი აქამდე ცნობილი მექანიკური სისტემების ყოფაქცევასთან“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაზარე ოსმანოვის ილინოისში ცხოვრების ხარჯებს ამერიკული მხარე მთლიანად დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები