მარი კუტუბიძე სწავლას ჰარვარდის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით განაგრძობს

მარი კუტუბიძე ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრული დაფინანსებით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

 “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 15 აგვისტოდან სრული დაფინანსებით სწავლას გავაგრძელებ ჰარვარდის უნივერსიტეტში, სამართლის მაგისტრატურაზე.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო EducationUSA-ს და Dalia Homeriki -ს ფასდაუდებელი რჩევებისთვის სააპლიკაციო პროცესში!

მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ რეკომენდატორებს!

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს გამხნევებისა და მხარდაჭერისთვის!

მადლობა თითოეულ თქვენგანს კეთილი სურვილებისთვის!”, – წერს მარი კუტუბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები