ლუკა პაიჭაძე საერთაშორისო ტურნირზე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა

საერთაშორისო დიდოსტატმა, ლუკა პაიჭაძემ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ რიგით 22-ე საერთაშორისო ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა.

პაიჭაძემ ათი შესაძლებლობიდან რვა პარტია მოიგო, მხოლოდ ორ შეხვედრა დაასრულა ფრედ და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

პირველ ადგილზე 9,5 ქულით ინდოელი ჩიტამბარამ არავინდი  გავიდა, ხოლო მესამე ასევე ინდოელი ს.პ. სეტურამანი.

პაიჭაძის გარდა ტურნირში კიდევ ორი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობდა: ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ფანცულაია ბოლო ტურამდე ლიდერთა სამეულში იყო და მხოლოდ ბოლო ტურში განცდილმა მარცხმა დააკარგვინა  საპრიზო ადგილი.

საბოლოოდ, რვა ქულით – მჭედლიშვილი მეათეზე, ხოლო ფანცულაია მეთორმეტეზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები