ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოფესტივალზე ”Visions du Réel” გაიმართება

ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიო პრემიერა კინოფესტივალზე ”Visions du Réel” გაიმართება.

ფილმის შთაგონება, რომელიც უნიკალურ საარქივო მასალას მოიცავს, რეჟისორის ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია გახდა.

„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ფილმის ჩვენებები ფესტივალზე 24 და 26 აპრილს შედგება.

“Visions du Rée” დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში 1969 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები