საბა ადამია მსოფლიოს ვიცეჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა!

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ადამიამ (102 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 128/132/137 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იგივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა აკვრაში დაძლეული 165/168/ კილოგრამით. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით კი ვიცეჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები