სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Sabre MEN In photo: BAZADZE Sandro Photo Augusto Bizzi

24 მარტიდან უნგრეთის დედაქალაქი, კაცთა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს Gerevich-Kovács-Kárpáti მასპინძლობს.

აქ, FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე,  გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეცხრე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია!

სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორია.

ფინალში სანდრომ უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 14-15.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები