გიორგი სარდალაშვილი თბილისის გრანდ სლემის” ვერცხლის პრიზიორია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი თბილისის “გრანდ სლემის” ვერცხლის მედალოსანია.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დათმო.

60 კგ-ში ბრინჯაოს მედლები ყაზახმა შამშადინმა და უკრაინელმა ლესიუკმა აიღეს.

გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე შეჯიბრების მეორე დღეს მედლების მოსაპოვებლად 13 ქართველი იასპარეზებს.

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.

81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა

63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.

70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები