საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

ძალოსანთა 2023 წლის პირველ ჩემპიონატს ალბანეთის ქალაქი დურესი 25 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.

ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის გადაწყვეტილებით ჩემპიონატზე საქართველოდან 5 ძალოსანი იასპარეზებს. საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა.

🇬🇪 გოგა ჯაჯვანი – 73 კგ.

🇬🇪 ლევან ოჩიგავა – 81 კგ.

🇬🇪 გივი დარსაველიძე -102 კგ.

🇬🇪 საბა ადამია – 102 კგ.

🇬🇪 ირაკლი ვეკუა +102 კგ.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი გოგონაც იბრძოლებს. ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას გადაწყვეტილებით ალბანეთში მარიამ მურღვლიანი (81კგ.)  იასპარეზებს, რომელიც ჩემპიონატზე მოგვიანებით გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები