პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “მანიოშუ – კლასიკური იაპონური ლიტერატურა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისთვის”

კახა ბენდუქიძის კამპუსში პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “მანიოშუ – კლასიკური იაპონური ლიტერატურა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისთვის”. ლექცია ჩატარდა JICA-ს მიერ ორგანიზებული სალექციო კურსის ფარგლებში.

პიტერ მაკმილანი არის მთარგმნელი და პოეტი, კომპანია Tsukinofune Co.-ის დამფუძნებელი და დირექტორი, იაპონური ტელეარხის NHK World-ის, გადაცემის “ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი.

ის სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა ტოკიოს, კიორინის და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ჯილდოები მთარგმნელობითი საქმიანობისთვის იაპონიასა და აშშ-ში.

პიტერ მაკმილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველად შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულ „ჰიაკუნინ იშუ“-ზე დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია.

“ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ფილოსოფიაში და დოქტორის ხარისხს ინგლისურ ლიტერატურაში. ის ასევე ეწევა საქმიანობას ტრადიციული იაპონური მხატვრობის მიმართულებით “სეისაის” ფსევდონიმით.

საჯარო ლექციის გარდა, პიტერ მაკმილანმა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულების სტუდენტებისთვის სპეციალური სემინარი ჩაატარა, რომელიც ტრადიციულ იაპონურ თამაშს “კარუტას” უკავშირდებოდა. “კარუტა” მოიცავს ქაღალდის ბარათების გამოყენებით კლასიკური იაპონური ლექსებიდან ამონარიდების გამოცნობას და შეჯიბრებას“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები