ელენე წაქაძე დანიის კამერულ ანსამბლ Storstrøm-თან ერთად წლის განმავლობაში სოლო კონცერტს გამართავს

დანიის მოზარდთა კლასიკური მუსიკის კონკურსში – “Unge Spiller Klassisk” – ელენე წაქაძემ პირველი კატეგორიის პრიზი მიიღო ვიოლინოზე შესრულებისთვის, ხოლო არჩილ წაქაძემ – მეორე კატეგორიის პრიზი ფორტეპიანოზე დაკვრაში. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო დანიის სამეფოსა და ისლანდიაში.

ხსენებული კონკურსი ყოველწლიურია და მიზნად ისახავს,  20 წლამდე ასაკის ყველა დონის სტუდენტებისათვის მუსიკალური ჩარჩოფორმატის შექმნას, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენითა და მათი წახალისებით ხელს შეუწყობს კლასიკური მუსიკის განვითარებას. კონკურსისათვის ყოველწლიურად 100-120 მოზარდი შეირჩევა, რომელთა შორისაც პროფესიონალი მუსიკოსებისგან შემდგარი ჟიური 8 საუკეთესოს გამოარჩევს .

„აღსანიშნავია, რომ წლევანდელ 8 საუკეთესო შემსრულებელთა შორის, რომლებიც დანიის კამერულ ანსამბლ  Storstrøm-თან ერთად წლის განმავლობაში სოლო კონცერტებს გამართავენ,  გახლავთ ქართველი მევიოლინე, ელენე წაქაძე. საელჩო კიდევ ერთხელ ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ განვითარებას!“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები