„ProWein-2023“-ში ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან. ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს კომერციული სექტორის, მედიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის „ProWein-2023“ ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. ხოლო, კალიფორნიული ღვინოების სტენდთან, ქართული და კალიფორნიული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები