ციურიხიდან თბილისში – ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენა

პირველ აპრილს, 19:00 საათზე, ჰოლოზეუმში ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენა გაიხსნება.

ჰოლოზეუმი უერთდება ფესტივალს ხიდი „თბილისი – ციურიხი“ და მხოლოდ ერთი თვით გთავაზობთ ორი, გამორჩეული შვეიცარიელი მხატვრის იმერსიულ გამოფენას.

„ტერმინი „იმერსიული“ მომდინარეობს სიტყვიდან immersion, რაც ნიშნავს ჩაძირვას. და ეს არის ზუსტად ის, რაც ემართება მაყურებელს: ის იძირება პაულ კლეესა და ჰოდლერის ნამუშევრებში. თითქმის 40-წუთიანი შოუ სრულყოფილად აერთიანებს მხატვრობასა და მუსიკას და მაყურებელი სივრცისა და დროის შეგრძნებას სრულად კარგავს. გამოფენა პირველად ციურიხში, არტისტების ჯგუფის Immersive Art Ltd -ის მიერ გაიხსნა და პირველად საქართველოში, ჰოლოზეუმში იმოგზაურებს.

პაულ კლეემ და ფერდინანდ ჰოდლერმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს შვეიცარიულ მხატვრობაზე და ისინი ორივე უმნიშვნელოვანესი ხელოვანები არიან. წარმოგიდგენთ ფანტასტიკურ გამოფენას, რომელიც მათ შთამბეჭდავ ნამუშევრებს ხელშესახებს ხდის და ახალი პერსპექტივიდან გვიჩვენებს. „პროექტილი” იყენებს უახლესი ტექნოლოგიების ვიდეო პროექტორებს მულტიმედიური სინათლის შოუს შესაქმნელად, რომელშიც შვეიცარიელი მხატვრების – ფერდინანდ ჰოდლერის და პაულ კლეეს – დიდი ზომის ნახატები ჯადოსნურად ტრიალებს დარბაზის კედლებსა და იატაკზე. მთები და ციხესიმაგრეები, ხეები და ნაკადულები ცოცხლდება და ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ის დიდხანს ამახსოვრდება არა მხოლოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები