„ხიდი: თბილისი-ციურიხი”-ლიტერატურულ ღონისძიებაზე, რომელიც ფრიდრიხ დიურენმატს ეძღვნება

3 აპრილს, 19:00 საათზე, კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი”, გიწვევთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე, რომელიც შვეიცარიელ მწერალს, ფრიდრიხ დიურენმატს ეძღვნება.

ღონისძიება ტარდება მწერალთა სახლთან და გამომცემლობა „დიოგენესთან“ პარტნიორობით.

ღონისძიების პირველ ნაწილში ულრიხ ვებერი წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“. ფრიდრიხ დიურენმატი დიდი შვეიცარიელი რომანისტი, დრამატურგი და ესეისტია, ულრიხ ვებერი კი მისი ბიოგრაფი და არქივის კურატორი გახლავთ.

“საარქივო დოკუმენტებსა და ფოტოებზე დაყრდნობით, ვებერი გაგვიძღვება და გაგვაცნობს დიურენმატის, როგორც წარმატებული დრამატურგის, გროტესკული, იუმორისტული მთხრობელის, ფილოსოფიური ესეისტისა და აპოკალიფსური მხატვრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. იგი ასევე წარმოგვიდგენს მწერლის ჩართულობას მეცნიერებასა და მითოლოგიაში და მის პოლიტიკურ აქტიურობას თავისუფალი და სამართლიანი სამყაროსთვის.

2018 წელს ფრიდრიხ დიურენმატის დრამატული ბალადა „მინოტავრი. დავალება“ ქართულ ენაზე თარგმნა მაია ბადრიძემ და გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“. ლექციის შემდეგ ულრიხ ვებერი და მაია ბადრიძე დისკუსიას გამართავენ.

დასასრულს, რეჟისორ საბინე გისიგერის თანდასწრებით, ნაჩვენები იქნება ფილმი „დიურენმატი – სიყვარულის ისტორია“. ფილმის ჩვენების შემდეგ პუბლიკას შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას რეჟისორს”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები