თბილისს იაპონელი მუსიკოსი ნობუტაკა იოშიძავა ესტუმრა

17 მარტს თბილისს ესტუმრა იაპონელი მუსიკოსი ნობუტაკა იოშიძავა, რომელიც იაპონური ტრადიციული ინსტრუმენტის კოტოს შემსრულებელია. (კოტო – VII და VIII საუკუნეების ტრადიციული იაპონური სიმებიანი ინსტრუმენტი).

მან ლექცია ჩაატარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საღამოს კი კონცერტი გამართა აბრეშუმის ქარხნის სტუდიაში. ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ინსტრუმენტს, მის ისტორიასა და ჟღერადობას.

ნობუტაკა იოშიძავა წარმოდგენებს მართავს იაპონიასა და მის საზღვრებს გარეთ და ასრულებს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.

იაპონიის ტოკაის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ის დადიოდა ტოკიო Ensemble Modern Academy-ში (2010 წ), სადაც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებლად აღიარეს.

მას მოპოვებული აქვს ჯილდოები და სტიპენდიები კულტურის საქმეთა სააგენტოდან (2006), Kenjunის ჯილდო (2008), უცუნომიას მოქალაქის პრიზი (2009) და ტოჩიგის მომავლის ელჩის ტიტული (2016).

ბოლო წლებში იოშიძავა ჩართულია ტოკიოს ბუნკა კაიკანის საგანმანათლებლო და საზოგადოების ჩართულობის პროგრამაში, როგორც მუსიკალური ვორქშოპის ხელმძღვანელი.

ამჟამად, ტოკაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების და კულტურის სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის მუსიკის კურსის ლექტორია. გარდა ამისა, აქვს საკონცერტო პროექტი “NOBULAB”  რომელიც  სხვადასხვა   მუსიკოსს  კოტოს მუსიკით აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები