საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ,,ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 38:11 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა მინიმალური სხვაობით – 12:11 მოიგეს, მეორე ტაიმში კი დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 38:11 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატზე “ბორჯღალოსნების”  მე-100 გამარჯვებაა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები