საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ეროვნული ნაკრები პიზის მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულია. ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთის ნაკრები დიდი უპირატესობით – 45:30 დაამარცხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები