ანდრო მარგიშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი ანდრო მარგიშვილი (92 კგ) გახდა. 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში თურქი მოჰამად გიმრი დაამარცხა.

ვერცხლის მედალს ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან საქართველოში: ლუკა ღვინჯილია (57 კგ), გოგა ოთინაშვილი (65 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ) და გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ).

საქართველოს ნაკრებმა 125 ქულა დააგროვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები