Freeride-ის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურის შეჯიბრების გამარჯვებულები ქართველი ათლეტები გახდნენ

The USAID Economic Security Program-ის ინფორმაციით, Freeride-ის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურის ორვარსკვლავიანი შეჯიბრების გუშინდელი გამარჯვებულები ქართველი ათლეტები გახდნენ.

„ამ ტურნირში გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სვანეთიდან ვარ და მინდოდა სწორედ ადგილობრივი გამხდარიყო ჩემპიონი. ძალიან მიხარია, რომ მე ეს შევძელი და ჩემპიონის სტატუსიც მოვიპოვე“ – აღნიშნა გიორგი იოსელიანმა, რომელმაც სნოუბორდის კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი.

„სვანეთის მთებში ვარ გაზრდილი და გადავწყვიტე მეცადა ჩემი ბედი ამ ტურნირში. დღევანდელი გამარჯვებით, ვფიქრობ დიდ მოტივაციას მივცემ ქართველ ახალგაზრდებს, რომ მიჰყვნენ სპორტის ამ სახეობას“ ამბობს შაკო მარგიანი, თხილამურის კატეგორიაში ოქროს მედალოსანი.

მომდევნო საკვალიფიკაციო ტურნირი დღეს, 18 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები