ინფორმაცია იტალიის ჩრდილოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. ფლორენციასა და ქ. მილანში გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას გეგმავს.

გასვლითი მომსახურება მნიშვნელოვანია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს საკონსულო მომსახურებისთვის ქ. რომში ჩასვლას.

გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობა, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.

საკონსულო შეხვედრების ჩატარების თარიღებია:

ფლორენცია – 5 აპრილი, 2023;

მილანი – 6 აპრილი, 2023;

შეხვედრების ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს:

ტელეფონი: +39 3338879123;

ელფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge;

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები